მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი საქართველოში აშშ-ის მუდმივი ჯარის შესაძლო განთავსების ინიციატივას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულის წევრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის მუდმივი ჯარის განლაგების საკითხი არ განიხილება. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

„ეს კითხვა თავის თავში იმდენად მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, რომ ამგვარი ტიპის მსჯელობები ასეთ ტრიბუნასთან არ ხდება. აღნიშნული საკითხი არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას.

ეს არ არის ის, რაზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოში აშშ-ის ჯარის განთავსების შესახებ საგარეო ურთიერთობების ექსპერტების მოსაზრებას ეხებოდა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში ამერიკული სამხედრო ძალების განლაგებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აქტიურად ითხოვს.

👉 მისი განცხადებით, საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს ამერიკის სამხედრო, საზღვაო ბაზები და ბირთვულ-კოსმოსური იარაღი, რათა საქართველოს სახელმწიფოებრიობა რეგიონში გეოპოლიტიკურ აფეთქებებს გადაურჩეს.