მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

40 დაღუპული და 120 დაშავებული - ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლი იზრდება

ქაბულში აფეთქების მსხვერპლი

ავღანეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ქაბულის ჰამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტთან 2 აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 120 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მათ მედიასთან ანონიმურად დარჩენა ისურვეს, რადგან „თალიბანი“ ინფორმაციის გაცემას უკრძალავთ.

შეგახსენებთ, რომ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა.

პირველი აფეთქების შემდეგ „თალიბანმა“ 11 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

აფეთქებამდე რამდენიმე საათის წინ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულის აეროპორტზე შეტევას გეგმავს.