მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში სამხედრო დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი აღმოსავლეთ უკრაინაში მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 9-ჯერ გახსნეს. გამოყენებული იყო ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები.

სოფელ პრიჩეპილოვკას მახლობლად სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან. მარინკის მახლობლად მოწინააღმდეგემ ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები გამოიყენა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.