მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არგენტინის პრეზიდენტმა რუსული ვაქცინა გაიკეთა

არგენტინის პრეზიდენტი რუსულ ვაქცინას იკეთებს

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V გაიკეთა. მისი თქმით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ალბერტოს თქმით, მისი პრიორიტეტია უმოკლეს დროში მოხდეს არგენტინელთა უმრავლესობის აცრა. ინფორმაციას „La Nacion“ ავრცელებს.

„დღეს მე მივიღე Sputnik V-ის ვაქცინა. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს. ვაქცინაცია ემსახურება კორონავირუსისგან დაცვას,“- განაცხადა ალბერტო ფერნანდესმა.

ადგილობრივი მედიის თქმით, არგენტინამ დაამტკიცა რუსული ვაქცინა 60 წელს გადაცილებული მაცხოვრებლებისთვის.

დეკემბერში, Sputnik V ვაქცინის 300 000 დოზა გადაეცა არგენტინას. 16 იანვარს ქვეყანაში 300 000 დოზის ვაქცინის მეორე პაკეტი ჩავიდა.

მთლიანად არგენტინა რუსეთისგან 10 მილიონი ვაქცინის შეძენას გეგმავს.

არგენტინის პრეზიდენტის თქმით, მას ქვეყანაში სხვა ვაქცინების შეტანაც სურს.