მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კოვიდვაქცინაცია იწყება

 Pfizer და BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოიება დადასტურდა აშშ-ში

აშშ-ში ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, დღეს Pfizer / BioNTech ვაქცინით ამერიკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება. ამის შესახებ BBC  იუწყება. 

 

გამოცემის ინფორმაციით, პირველ რიგში მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან და მარტის თვეში აშშ - ს 100 მილიონი დოზა ვაქცინა მიეწოდება.

„ვაქცინის პირველი სამი მილიონი დოზა ამ შაბათ-კვირას გაიგზავნა ყველა შტატში“- განაცხადა გენერალმა გუსტავ პერნამ.

Operation Warp Speed- ის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინის დოზები შეფუთული იქნება კონტეინერებში ტრანსპორტირებისთვის მომდევნო 24 საათში და დასძინა, რომ შემდეგ კვირაში დასრულდება Pfizer / BioNTech ვაქცინის საწყისი მიწოდება.

სტივენ ჰანმის თქმით, როდესაც ადამიანი ამ ვაქცინას იღებს, მისი სხეული აწარმოებს spike ცილის ასლებს, რაც არ იწვევს დაავადებას, მაგრამ იმუნურ სისტემას ასწავლის თავდაცვითი რეაქციის წარმოქმნას, იმუნური პასუხის წარმოქმნით.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ არის წარმოებული, ოფიციალურად დარეგისტრირდა. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა.

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. დანარჩენ 5%-ს კი კვლევების მიხედვით, კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაქცინაცია აშშ-ში ვაქცინის რეგისტრაციიდან 24 საათში დაიწყება.

COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.