2021 წლის ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატები ერაყიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
აშშ-ის ძალები ერაყში 18 წლის განმავლობაში იმყოფებიან. ჯარების გაყვანის შემდეგ ერაყში ამერიკელი სამხედრო მრჩეველები დარჩებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კადჰიმიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკის სამხედრო მისია ერაყში წლის ბოლოს ოფიციალურად დასრულდება.
ამჟამად ერაყში 2500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მათი ძირითადი ამოცანაა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ბრძოლა.
აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია ერაყში 2003 წელს დაიწყო. არსებობდა ეჭვი, რომ ერაყის მაშინდელი ლიდერი სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია. ჰუსეინი ჩამოაგდეს, დააკავეს, ხოლო მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. მასობრივი განადგურების იარაღი ვერ აღმოაჩინეს.