მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს (ვიდეო)

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ცეცხლის გამო მოსახლეობა საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუირებულია.

ცეცხლი ტატოის მახლობლად, ჩრდილოეთით 20 კილომეტრში გაჩნდა. მოსახლეობამ სახლები მანქანებით და მოტოციკლებით დატოვა.

„ეს არის დიდი ხანძარი და ბევრი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს, ფოთლები ძალიან ხშირია ამ ადგილებში და ძალიან გამხმარია სიცხის გამო, ამიტომ პირობები რთულია”, - განაცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა გიორგი პატულისმა.

საბერძნეთის დედაქალაქის ნაწილებში ტემპერატურა 42 გრადუს ცელსიუსს (107,6 ფარენჰეიტს) აღწევდა.

ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, ასევე, სამხრეთ პელოპონესის რეგიონის სანაპირო ზონაში.

ხუთი თვითმფრინავი და ხუთი ვერტმფრენი ჩაერთო ათენის მახლობლად ხანძრის ჩაქრობაში, მათ შორის ბერიევი Be-200 თვითმფრინავი რუსეთიდან. ხანძრის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის საყრდენები.

ატიკის რეგიონის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე სტაამატსა და დიონიოსში გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე სახლი დააზიანა და მანქანები დაიწვა, ხოლო ხეების სქელი ფიჭვის ტყეები ნაცრად იქცა.

ხანძარი, ქვეყანაში მაღალ ტემპერატურას უკავშირდება, რადგან საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება.