მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Audi 2033 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს

აუდის ელექტრომობილები

გერმანული ავტოკონცერნ Audi-ს მიერ 2026 წლიდან გამოშვებული ყველა ახალი მოდელი ელექტრომობილი იქნება, ხოლო 2033 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ამასთანავე, როგორც კონცერნის ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა განაცხადა, შიდა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების გამოშვება, შესაძლოა, ჩინეთში Audi-ის ქარხნებში გაგრძელდეს, ვინაიდან ამ ქვეყანაში ამ ტიპის მანქანების მიმართ მოთხოვნილება არსებობს.

„აკრძალვების ძალის არ მჯერა. მე ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმატების მწამს“, - განაცხადა დიუზმანმა.

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას სხვა ავტომწარმოებლებიც გეგმავენ.

შვედური Volvo ამას 2030 წლიდან აპირებს, ამერიკული General Motors 2035 წლიდან, Mercedes-Benz Daimler 2039 წლიდან, ხოლო კონცერნი Volkswagen – 2040 წლიდან.