მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტი დაიღუპა

სააგენტო როიტერის კორესპონდენტი დაიღუპა ავღანეთში

ავღანეთში მოძრაობა „თალიბანსა" და სამთავრობო ძალებს შორის მომხდარი შეტაკების დროს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ფოტოკორესპონდენტი დანიშ სადიკი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

კორესპონდენტი იმ დროს მოკლეს, როდესაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ჩასაფრებაში მოხვდნენ. სადიკი 38 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

სადიკი წარმოშობით ინდოეთის ქალაქ მუმბაიდან არის. 2018 წელს მან ექვს კოლეგასთან ერთად პულიცერის პრემია მიიღო. ავტორთა კოლექტივმა ეს პრემია მიანმარიდან მომზადებული რეპორტაჟისთვის მიიღო, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი ტომი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამჟამად აშშ-ს და ნატო-ს ავთანეთიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს. მოძრაობა „თალიბანი“ კი შეტევაზე გადავიდა და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა.