მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში 4 ტელეკომპანიას ლიცენზია გაუუქმდა

4 ტელევიზიას ლიცენზია შეუწყდა

აზერბაიჯანის რადიოს და ტელევიზიის ნაციონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ 4 ტელეკომპანიას, Lider TV, Dalğa TV, Mingəçevir TV და ARB Ulduz TV ლიცენზია გაუუქმდა. ამის შესახებ trend.az იუწყება.

Lider TV და Radio-Azərbaycan-ს ლიცენზია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუუქმდა, რომელმაც ამ მედია საშუალებების გაკოტრება დაამტკიცა. რაც შეეხება Kaspi Global (Dalğa TV)-ს, მას ლიცენზია იმის გამო შეუწყდა, რომ 30 დღის განმავლობაში თანამგზავრზე მაუწყებლობას არ აწარმოებდა.

Mingəçevir TV და Alternativ Tele-Radio-თვის ლიცენზიის გაუქმება მათ მიერ 30 დღის განმავლობაში მაუწყებლობის შეჩერების გამო მოხდა.