მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენი ჟენევაში პუტინთან შესახვედრად უკვე ჩავიდა

ბაიდენი პუტინთან შესახვედრად ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევაში უკვე ჩავიდა, სადაც 16 ივნისს ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ბაიდენი მანამდე ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ნატო-ს სამიტი გაიმართა. როგორც კრემლში ვარაუდობენ, ბაიდენი შეხვედრაზე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საკითხს დააყენებს.

ასევე, მოლაპარაკების დროს საუბარი, სავარაუდოდ, სტრატეგიულ სტაბილურობას, პანდემიასთან ბრძოლას, ლოკალურ კონფლიქტებს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს ჰაკერული შეტევების შესახებ ესაუბრება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის წინაშე აშშ-ის და მისი მოკავშირეების ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებს.