მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენს მიაჩნია, რომ პუტინი მკვლელია

ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-ის ჟურნალისტის შეკითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, დადებითად უპასუხა. ამის შესახებ independent.co.uk იუწყება. 

ბაიდენმა განაცხადა, რომ იანვრის ბოლოს პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ის გააფრთხილა, რომ რუსეთს პასუხისგება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის საკითხი დადასტურდება.

„ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე მას შედარებით კარგად ვიცნობ. მე მას ვუთხარი, მეც გიცნობთ, თქვენც მიცნობთ, თუ დადგინდა, რომ ეს მოხდა, მზად იყავით. ის ამისთვის პასუხს აგებს“ - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთანავე ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან გაგრძელდება თანამშრომლობა იმ საკითხებზე, სადაც ერთობლივი მუშაობა შესაძლებელია. ეს ეხება, მაგალითად, სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას.