მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელგიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა - დაღუპულია 5 ადამიანი

ბელგიაში სკოლა ჩამოინგრა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სკოლის შენობა ჩამოინგრა. შემთხვევას 5 მშენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 18 ივნისს შენობის ერთი მხარე მოულოდნელად ჩამოიშალა.

მაშველებმა ორი ცხედარი ნანგრევებიდან შაბათს ამოიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დაღუპული უკვე ნაპოვნია.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოფიციალური ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკული არაა.