მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეიტსმა და დიდმა ბრიტანეთმა 550 მლნ აშშ დოლარის კონტრაქტი გააფორმეს

ჯონსონი და გეითსი

დიდი ბრიტანეთი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 550 მლნ აშშ დოლარის კონტრაქტს აფორმებენ, რომელიც „მწვანე ენერგეტიკის“ განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.

ამის შესახებ ლონდონში გლობალურ საინვესტიციო სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. საპარტნიორო შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და 2050 წლისთვის ნახშირწყალბადის საწვავის ამოფრქვევის ნულამდე შემცირებას გეგმავს.

ამ შეთანხმების შემდეგ დიდი ბრიტანეთი გეიტსის პროგრამას სახელწოდებით Catalyst შეუერთდა. ის ოთხ ძირითად ტექნოლოგიაზე იმუშავებს - მწვანე წყალბადი, ენერგიის ხანგრძლივი შენახვა, „ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავი“ და ჰაერის გაწმენდა ნახშირორჟანგისგან.

„მწვანე ტექნოლოგიების“ შექმნისა და დანერგვისთვის დიდმა ბრიტანეთმა 200 მლნ გირვანქა სტერლინგი უკვე გამოყო. ეს გეიტსის პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება.