მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოევიკებმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვიეს

უკრაინაში მდგომარეობა

პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების მხრიდან დანაკარგი არ არის. რეჟიმის დარღვევის შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს დამკვირვებლებს აცნობა.

„ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან. ასევე სეპარატისტებმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და ავტომატური იარაღი გამოიყენეს.