მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანული გემის ჩაძირვის შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა - პუტინი

პუტინი დეფენდერზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის სანაპიროსთან 23 ივნისს მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა მოაწყვეს. ამის შესახებ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

პუტინი აცხადებს, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ამ ინციდენტს შეიძლება მესამე მსოფლიო ომი მოჰყოლოდა, არაკორექტულია.

„თქვენ მეუბნებით, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე იყო. არა მგონია. ჩვენ ეს გემი რომც ჩაგვეძირა, მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულიყო. მან, ვინც ასეთ რამეს აწყობს, იცის, რომ ამ ომიდან ის გამარჯვებული ვერ გამოვა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს მოვლენების მსგავსი განვითარება არ სურდა, მაგრამ რუსულმა მხარემ იცოდა მაინც, რომ ის თავისი ტერიტორიისთვის იბრძვის.

„ჩვენ არ მივსულვართ მათთან. ისინი მოვიდნენ ჩვენს სანაპიროსთნ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მახლობლად, გაფრთხილების მიზნით ოთხი ბომბი ჩამოაგდეს. ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს მოხდა.

როგორც რუსი სამხედროები იუწყებიან, ბრიტანული ხომალდი „დეფენდერი“ ყირიმის მახლობლად გადაადგილდებოდა, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელი მეზღვაურები რუსების მხრიდან იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.