მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი ნატო-ს მოუწოდებს „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს

ჩინეთი

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატო-ს „ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ეს განცხადება ჩინეთის წარმომადგენლობამ ნატო-ს სამიტზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით „ჩინეთი სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს“.

„ნატო თავის განცხადებაში ჩინეთის მშვიდობიან განვითრებას ცილს სწამებს, არასწორად აფასებს საერთაშორისო სიტუაციას და იყენებს „ცივი ომის“ პერიოდის რიტორიკას“ - აცხადებენ პეკინის წარმომადგენლობაში.

„ჩინეთის ამბიციები საერთაშორისო წესრიგისთვის სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. ეს საკითხი ალიანსის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადეს ნატო-ს ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე.

ნატო-ს სამიტს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო ჯო ბაიდენი. მან მოუწოდა კოლეგებს წინ აღუდგნენ ჩინეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას.