მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა ჯანმოსთან ერთობლივ გამოძიებაზე უარი განაცხადა

ჩინეთის უარი კორონას გამოძიებაზე

ჩინეთმა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე COVID-19-ის ვირუსის წარმოშობის გამოძიების საკითხზე უარი განაცხადა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ძენ ისინმა განაცხადა, ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპში მონაწილეობას არ მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან „გაექცათ“. შემდეგ ვირუსი ჩინეთში, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

თავად ჩინეთი ვირუსის ხელოვნურ წარმომავლობას კატეგორიულად უარყოფს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უხანის ლაბორატორიის სამი თანამშრომელი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში მძიმედ დაავადდა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ კორონავირუსის ფაქტებს უკვე მაშინ ჰქონდა ადგილი, არის სიცრუე. პეკინის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ამ ინფორმაციის არანაირი კონკრეტული მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.