მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში მატარებელმა მუშებს გადაუარა, დაღუპულია 9 ადამიანი

მატარებელი ჩინეთში

ჩინეთში სამგზავრო მატარებელმა ლიანდაგებზე მომუშავე მუშებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ seattletimes.com იუწყება.

50-მდე მუშა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ლიანდაგის დახურულ მონაკვეთს არემონტებდა. გაუგებარია თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ლიანდაგის იმ მონაკვეთზე, სადაც მატარებლების გადაადგილება არ გაჩერებულა. მატარებელი ქალაქ ურუმჩიდან სინძიანში მიდიოდა.