მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკვადორის ციხეში ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორის ციხეში ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორის ციხეში მეტოქე დაჯგუფებებს შორის ჩხუბს 116 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, ჩხუბისას 80 ადამიანი დაშავდა. დაპირისპირება ორ ნარკოდაჯგუფებას შორის მოხდა.

ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე 5 პატიმარს თავი მოკვეთეს. ციხეზე კონტროლის აღსადგენად 400-მდე სამართალდამცველი იქნა მობილიზებული.

პოლიციის მეთაური ფაუსტო ბუენანიოს თქმით, პატიმრებმა ყუმბარებიც ისროლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არეულობა მექსიკის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებებმა შეუკვეთეს, რომლებიც ამჟამად ეკვადორში მოქმედებენ.

დაპირისპირებისას ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.

ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ ციხის სისტემაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.