მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერაყში ამერიკულ ბაზებზე შეტევები ირანულმა დრონებმა განახორციელეს

დრონები ირანიდან

ბოლო თვეებში პროირანულმა ძალებმა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევები დრონების მეშვეობით განახორციელეს. ამის შესახებ nytimes.com იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, განადგურებული დრონების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ისინი ან ირანშია გამოშვებული, ან ირანის მიერ მიწოდებული ნაწილებით და ტექნოლოგიებით არის შექმნილი.

ყველაზე სერიოზული შეტევები დრონების გამოყენებით 14 აპრილს ერბილის აეროპორტზე და 8 მაისს აინ ალ-ასადის ბაზაზე განხორციელდა.

ცნობისთვის, გასული წლის მაისში ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის საპასუხოდ იყო მიღებული. სულეიმანი 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს.