მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი უარს ამბობს უკრაინაზე არა რეფორმების, არამედ პოლიტიკის გამო - დიმიტრი კულება

ევროკავშირი უარს ამბობს უკრაინაზე არა რეფორმების, არამედ პოლიტიკის გამო

დასავლური ქვეყნები უკრაინაში რეფორმების საკითხს იყენებენ, რათა არ ისაუბრონ იმაზე, რომ თვითონ არ არიან მზად უკრაინას მისაღებად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა.

„მინდა, რომ სწორად გამიგოთ: ჩვენ ვართ რეფორმების მხარდამჭერები და ჩვენ ვატარებთ რეფორმებს. თუმცა უკვე დავიღალე იმით, რომ რეფორმების ანკესზე ვართ წამოგებულები, რათა არ მოუწიოთ იმის აღიარება, რომ უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, არამედ ევროკავშირი არ არის მზად მიიღოს უკრაინა“, - აცხადებს კულება.

კულებას თქმით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც „სტრატეგიული გაურკვევლობა“.

„ჩვენ ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ ისინი არ გვცემენ პასუხს და მხოლოდ ამბობენ - გააგრძელეთ მუშაობა. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ რეფორმებზე არაა დამოკიდებული. ეს პოლიტიკური საკითხიცაა, ხოლო პოლიტიკურ დონეზე ევროკავშირი მზად არაა, უკრაინის გაწევრიანებაზე ისაუბროს“, - დასძენს საგარეო საქმეთა მინისტრი.