მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობას 170-მდე ადამიანი შეეწირა (ვიდეო)

გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობას170-მდე ადამიანი შეეწირა

დასავლეთ ევროპის ნაწილებში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

წყლის მაღალი დონისა და კომუნიკაციის არქონის გამო, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შტატში ჩავიდა, სადაც სტიქიამ 45 ადამიანი იმსხვერპლა.

გერმანიაში, მდინარე რურზე კაშხლის გარღვევის გამო, 700-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საფრთხე შეიძლება შეექმნას ეფელდისა და შთაინკირხენის დასახლებებსაც, სადაც 1 600-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ქვეყანაში სტიქიას 133 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 1 300-ზე მეტი ადამიანი.