მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში აუცრელი ადამიანებისთვის შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

გერმანია

„თუ გერმანიაში დაინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს ქვეყანაში აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდება“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შტაბის უფროსმა, ჰელგე ბრაუნმა განაცხადა.

ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, გერმანიაში ეპიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა.

ბრაუნის თქმით, აუცრელ ადამიანებს, შეიძლება, აეკრძალოთ ისეთ ადგილებში სიარული, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრები და სტადიონები.

„სახელმწიფოს შეზღუდვების დაწესების სრული უფლება აქვს, რადგან ქვეყნის უპირველესი პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა“, - განაცხადა ჰელგე ბრაუნმა.

როგორც ჰელგე ბრაუნმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება წახალისება ვაქცინაციის მაქსიმალურ მაჩვენებელზე მისაღწევად. ვაქცინირებულ ადამიანებს ნამდვილად მეტი თავისუფლება ექნებათ, ვიდრე არავაქცინირებულებს. მსგავსი პოლიტიკის გატარება კანონიერი იქნება, რადგან სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა“.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის გერმანიაში მოსახლეობის 49%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ერთი დოზით კი, მინიმუმ 60% აიცრა.