მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის პრეზიდენტი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი Pia.ge

„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ევროკავშირი საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას არ გამორიცხავს.

აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი განიხილება.