მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვინეაში ებოლას ეპიდემია დასრულებულია - ჯანმო

ებოლას ეპიდემია დასრულდა

ებოლას ვირუსის ეპიდემია, რომელმაც გვინეაში მიმდინარე წლის თებერვალში იფეთქა, დასრულებულია. ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ებოლას ვირუსით 16 ადამიანი ინფიცირდა და 12 გარდაიცვალა.

ეს გვინეაში ებოლას მეორე ეპიდემია იყო, პირველი ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს 2014-2016 წლებში გვინეას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 11 300 ადამიანი გარდაიცვალა. ექიმებმა პირველი ეპიდემიის შემდეგ სერიოზული დასკვნები გამოიტანეს, რამაც მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა და დაავადების გავრცელება შეაჩერა.