მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა

ჰაიტის მიწისძვრა

უკანასკნელი მონაცემებით, ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-ს შეადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, დაშავებულია ასობით ადამიანი.

სამხრეთ-დასავლეთ ჰაიტიზე, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ეკლესიები, სასტუმროები და სახლები ნანგრევებად აქცია.

შეგახსენებთ, რომ ღარიბ ქვეყანას, რომელიც უკვე ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისშია, სტიქიური უბედურება ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაატყდა თავს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენტ-ლუი დი სუდიდან 12 კმ-ის დაშორებით იყო.

ამავდროულად, ძლიერი მიწისძვრის გამო ჰაიტიზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.