მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიის ბარებში ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვების შერბილება იგეგმება

იაპონიაში შეზღუდვების ამბავი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ბარებში და რესტორნებში ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვების გარკვეული შერბილება იგეგმება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ალკოჰოლის შეკვეთა ბარებში 17.00-დან 19.00-მდე იქნება დაშვებული. რაც შეეხება ბარებში ყოფნის ხანგრძლივობას, ის ერთი ადამიანისთვის 90 წუთით განისაზღვრა. ბარში ერთ მაგიდასთან ყოფნა ორ ადამიანს შეუძლია.

ახალმა წესებმა იაპონიაში უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალური ქსელების მომხმარებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ იაპონიაში ერთ თვეში ოლიმპიადა იწყება და მისი გაუქმება აღარ იგეგმება, ხოლო ბარებსა და რესტორნებში შეზღუდვები მაინც მოქმედებს.

ასევე მომხმარებლები წერენ, რომ შეზღუდვებით „მხოლოდ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იმას აკეთებენ, რაც სურთ“.