მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში 15 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით 28 ადამიანი დააკავეს

ციხე

ინდოეთის ხელისუფლება იძიებს შემთხვევას, როდესაც 15 წლის გოგონა ცხრა თვის განმავლობაში არაერთხელ იქნა ჯგუფურად გაუპატიურებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალაქ მუმბაიში პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით, გოგონაზე ძალადობა იანვრიდან ხორციელდებოდა.

ადგილობრივ მედიაში ნათქვამია, რომ ეს დაიწყო მაშინ, როდესაც გოგონა მეგობარმა ბიჭმა გააუპატიურა და ინციდენტი გადაიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, მან და მისმა მეგობრებმა ჩანაწერი შანტაჟის მიზნით გამოიყენეს.

ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ჯგუფური გაუპატიურება მოხდა მუმბაის გარეუბანში. გოგონამ საბოლოოდ შეატყობინა პოლიციას და 33 ბრალდებული დაასახელა.

2012 წლიდან მსგავსი ინციდენტის გამო ინდოეთმა შემოიღო მკაცრი კანონი სექსუალური ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ინდოეთში ეს მაინც სერიოზულ პრობლემად რჩება.

2020 წელს ინდოეთში ეროვნულმა ბიურომ აღრიცხა 28,046 გაუპატიურების შემთხვევა - ანუ დღეში თითქმის 77 შემთხვევა.

თუმცა აღინიშნება, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მეტია, რადგან გაუპატიურება ინდოეთის საზოგადოებაში კვლავ ტაბუდადებული თემაა.