მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში კრემატორიუმის ჩამონგრევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ტრაგედია ინდოეთში

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში კრემატორიუმის სახურავის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, კრემატორიუმში ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავები იყვნენ მისულები, რათა სამგლოვიარო ცერემონიაში მიეღოთ მონაწილეობა. სწორედ ამ დროს დაიწყო წვიმა და ამ ადამიანებმა კრემატორიუმის შენობას თავი შეაფარეს, რომელიც ჩამოინგრა.

საერთო ჯამში ჩამონგრეულ შენობაში ინციდენტის დროს 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან რამდენიმე დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

ხელისუფლება ტრაგედიის მიზეზების გამოძიებას აპირებს.

იხილეთ აგრეთვე:

✳️ ინდოეთმა კორონავირუსის ორი ვაქცინა დაამტკიცა

✳️ ინდოეთმა AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა