მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში შენობის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

შენობის ჩამონგრევა ინდოეთში

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იუწყება.

მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მაშველები შიშობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება კიდევ რჩებოდნენ ადამიანები. შენობის ჩამონგრევა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.

ასევე რამდენიმე სხვა ავარიული სახლიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.