მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში მდინარის დასუფთავების დროს 11 ადამიანი დაიხრჩო

მდინარის დასუფთავების დროს ინდონეზიაში 11 სტუდენტი დაიხრჩო

ინდონეზიაში, ჯავის პროვინციაში მდინარის დასუფთავების დროს 11 სტუდენტი დაიხრჩო, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საშუალო სკოლის 150 მოსწავლე მონაწილეობდა მდინარე კილეურის ნაპირების გასუფთავებაში, როდესაც 21 მათგანი წყალში ჩავარდა.

სამაშველო ჯგუფმა 10 მოსწავლის გადარჩება მოახერხა. პოლიცია აცხადებს, რომ უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც წყალში ერთი სტუდენტი გადავარდა, დანარჩენები კი როდესაც მის დახმარებას შეეცადნენ, თავადაც გადაცვივდნენ მდინარეში.