მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებას ადასტურებს

ირანი

ირანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს ორ ქვეყანას შორის და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციისთვის გაკეთდა.

„ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა მოლაპარაკებას რეგიონის ქვეყნებთან და ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. კონკრეტულ შედეგებზე ვერ ვისაუბრებ, დაველოდოთ ამ შედეგებს,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხათიზადემ.

მოლაპარაკების დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. კულუარული ინფორმაციის მიხედვით, თეირანი და ერ-რიადი იემენში მიმდინარე კონფლიქტს და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.