მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელმა ღაზას სექტორი ისევ დაბომბა

ისრაელმა ისევ ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორზე კვლავ ავიადარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ euronews.com იუწყება.

ავიაიერიში პალესტინელების მხრიდან ე.წ. ასაფეთქებელი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა, რომლებმაც ისრაელის სამხრეთ ნაწილში ხანძარი გამოიწვიეს.

ისრაელელი სამხედროების განცხადებით, ავიადარტყმები „ჰამასის“ „ბოევიკების“ ობიექტებზე განხორციელდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ღაზას სექტორიდან ასაფეთქებელი ბუშტების გაშვებას წინ უძღოდა აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელების აქცია, რომლის მონაწილეები სკანდირებდნენ „სიკვდილი არაბებს“. ექსპერტები აცხადებენ, რომ რეგიონში დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია და მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მტკიცე არ არის.