მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვიდეო)

სამხრეთ იტალიას  ქარიშხალი „მედიკანე“ დაატყდა თავს.

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო ქალაქ კატანიაში, დატბორილია ქუჩები, მაღაზიები და მოედნები. ელექტრო ენერგია შეზღუდულად მიეწოდება მოსახლეობას.

„ყველას მოვუწოდებ, არ დატოვოთ სახლები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა“, - განაცხადა მერმა სალვო პოგლიესმა.

მერის თქმით, დაიხურება ყველა მაღაზია, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო პროდუქტებისა.