მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქაბულში სროლას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, აფეთქებისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების სამიზნე პარლამენტის წევრის რეზიდენცია იყო.

ოფიციალური პირების თქმით, ორი შეიარაღებული პირი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდა. ავღანელი ჩინოვნიკების, კანონმდებლობისა და ცნობილი მცხოვრებლების კუთვნილი სახლები ალყაში იყო მოქცეული შეტაკებების დროს.

პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ქაბულში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში და იძახდნენ ალლაჰუ აკბარი, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა ავღანეთის სამთავრობო ძალებისთვის.

„მთელ მსოფლიო შეიძლება დუმდეს იმის შესახებ, რაც ავღანეთში ხდება , მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და აღარ გავჩუმდებით, ჩვენ ვიდგებით გვერდით ჩვენი უსაფრთხოების ძალების ბოლო ამოსუნთქვამდე“, - განაცხადა დემონსტრანტმა.

თალიბანმა განაცხადა, რომ ქაბულში მათმა მებრძოლებმა მოკლა მაიდან ვარდაკის პროვინციის ოლქის გუბერნატორი.