მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი „კანონიერი ქურდი“, რომელმაც პასპორტი შეჭამა, კიევის აეროპორტში ორი კვირა ცხოვრობდა

კობეშავიძე გააძევეს უკრაინიდან

„კანონიერი ქურდი" ავთანდილ კობეშავიძე მეტსახელად „ავთო კოპალა“, მას შემდეგ, რაც აეროპორტში პასპორტი შეჭამა და ამით უკრაინიდან დეპორტაცია ჩაშალა, კიევის აეროპორტში ორი კვირა ცხოვრობდა. ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.

საბოლოოდ თვითმფრინავი, რომელშიც კრიმინალური ავტორიტეტი იმყოფებოდა, თურქეთში გაემგზავრა.

„ავთო კოპალას" დეპორტაცია უკრაინიდან 10 ივლისს იგეგმებოდა, იმის გამო, რომ კობეშავიძემ პასპორტი შეჭამა, თვითმფრინავი გააჩერეს და მგზავრებს აეროპორტში ერთი დღე-ღამის გატარება მოუხდათ.

კობეშავიძე ქუთაისში 1955 წელს დაიბადა. „კანონიერი ქურდის“ სტატუსი მან თითქმის 50 წლის წინ მიიღო. ის შვიდჯერ იყო გასამართლებული ქურდობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, თაღლითობისა და ყაჩაღობისთვის. ბოლო სასჯელი კოპალამ ყურგანის ოლქის ციხეში მოიხადა. ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქართველ „კანონიერ ქურდად" ითვლება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ საკუთარი პასპორტი შეჭამა