მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევში თბილისიდან ჩაფრენილ თვითმფრინავში ბომბს ეძებენ

მოგზაურობა, თვითმფრინავი Pia.ge

უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში, თბილისიდან ჩაფრენილ თვითმფრინავში სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტიდან მგზავრები 5-5-ად ჩაიყვანეს და თითოეული ინდივიდუალურად შეამოწმეს ძაღლების მეშვეობით. ასევე, მიმდინარეობს ბორტის დათვალიერება.

ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ არის.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს.