მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი: დონბასის და სამხრეთ ოსეთის სიტუაციები განსხვავებულია

ლავროვი დონბასის შესახებ

„დონბასში დღეს არსებულ სიტუაციაში და იმაში, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოხდა, არის გარკვეული მსგავსებაც და სერიოზული განსხვავებაც". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში ნიკოლა სარკოზი ჩამოვიდა მოსკოვში და ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამშვიდობო შეთანხმებას, ის წავიდა თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ამ დოკუმენტიდან რამდენიმე პუნქტი ამოაგდო და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი მას. ამის შემდეგ კი საერთაშორისო თანამეგობრობას დოკუმენტის ამ ვერსიას აჩვენებს და ამბობს, რომ მოსკოვი შეთანხმებას არ ასრულებს,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, დონბასთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებული იყო. მინსკში 17-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა, რუსეთის და უკრაინის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც 2 საათში გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა.

ლავროვმა ამის შესახებ გამოცემა „როსია სეგოდნია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.