მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან მიგრანტების შესაჩერებლად მავთულხლართების გავლება დაიწყო

ლიეტუვა ბელარუსთან მავთულხლართებს ავლებს

ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან მიგრანტების შესაჩერებლად 550 კმ სიგრძის მავთულხლართების გავლება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, მავთულხლართები მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიებთან, ტყეებთან და ჭაობებთან დამონტაჟდება, სამუშაოები კი ჯაში 4.9 მილიონი ევრო დაჯდება.

ამავე ცნობით, მოგვიანებით მავთულხლართებთან ორი მეტრის სიმაღლის სასაზღვრო ღობეც აიგება, რომლის ღირებულება დამატებით 41 მილიონი ევრო იქნება.

ლიეტუვის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ბელარუსიდან ქვეყანაში ასობით მიგრანტი ჩავიდა, რომელთა უმეტესობა ერაყის მოქალაქეა.

ბელარუსმა საკუთარ მცხოვრებლებს ლიეტუვაში შესვლის საშუალება ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ მისცა.

ინფორმაციისთვის, ბელარუს-ლიეტუვის საზღვარი ჯამში 679 კილომეტრის სიგრძისაა. გასული წლების განმავლობაში მხოლოდ 78-კილომეტრიანი მონაკვეთი იყო შემოღობილი, ხოლო 268 კილომეტრის საზღვრის მონიტორინგი ელექტრონულად ხდებოდა.