მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიანმარ-ტაილანდის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

შეტაკება მიანმარ ტაილანდის საზღვარზე

მაინმარ-ტაილანდის საზღვარზე ამბოხებულები მიანმარის შეიარაღებული ძალების ბლოკსაგუშაგოს თავს დაესხნენ და ის მთლიანად გაანადგურეს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა ესმოდათ და ერთ-ერთი მთის მახლობლად ცეცხლი და კვამლი დაინახეს. მიანმარის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაინმარ-ტაილანდის საზღვარზე მდგომარეობა 1-ლი თებერვლის შემდეგ გამწვავდა, როდესაც მიანმარში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს.