მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რუსეთმა შეაჩერა - პუტინი

პუტინი ყარაბაღზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად შეჩერდა. ამის შესახებ Report.az იუწყება.

პუტინმა ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„რუსი სამშვიდობოები რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფენ. მიმდინარეობს ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად შესაბამისი მოქმედებები, ტერიტორიის განაღმვა და სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში უსაფრთხოებაზე აღებულ ვალდებულებას არასოდეს ივიწყებს და კონფლიქტის ზონებში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.