მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიან ყარაბაღთან აზერბაიჯანელი სამხედროები ნაღმზე აფეთქდნენ

ორი აზერბაიჯანელი ნაღლზე აფეთქდა

მთიანი ყარაბაღის მახლობლად, სოფელ სოღუვუშანის მიდამოებში ორი აზერბაიჯანელი სამხედრო ნაღმზე აფეთქდა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.

აზერბაიჯანელი სამხედროები პუნხან შაბან ოღლი და ბახთიარ ილგაროღლუ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდნენ. ისინი მძიმედ დაიჭრნენ. ნაღმი მოწინააღმდეგის მიერ იყო დამონტაჟებული“ - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მიმდინარეობს გამოძიება.