მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნავთობის გაიაფების ტენდენცია შეინიშნება

ნავთობის ფასმა დაიწია

მსოფლიოში ნავთობი იაფდება. 22 ივლისს ჩატარებული ვაჭრობის შედეგად ის 0.5%-ით გაიაფდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

Brent-ის ფიუჩერსის ფასი 71,86 დოლარამდე შემცირდა. WTI-ის ერთი ბარელის ფასმა კი 69,97 დოლარი შეადგინა.

მიმდინარე კვირას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გადაწყვეტილების შემდეგ, რომლებიც ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ, 19 ივლისს მისი ფასი 7%-ით დაეცა. მოგვიანებით, ორ დღეში ფასებმა ძველ ნიშნულს მიაღწია. ეკონომიკის აღდგენის ფონზე ექსპერტები „შავი ოქროს“ მნიშვნელოვან გაიაფებას არ ელოდებიან.