მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პალესტინა-ისრაელის მორიგი შეტაკება - მოკლულია 4 პალესტინელი

ისრაელსა და პალესტინას შორის შეტაკებები განახლდა - მოკლულია 4 პალესტინელი

ისრაელის არმიის მიერ კვირა ღამით განხორციელებული სამხედრო იერიშების დროს ოთხი პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

მომხდარი ფაქტი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა მოჰამედ ჰლეილმაც დაადასტურა. მისივე თქმით, არსებობს ცნობები მეხუთე პალესტინელის გარდაცვალების შესახებ, თუმცა ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღიათ.

ამასთან, Al Jazeera-ს კორესპონდენტი იუწყება, რომ შეტაკებების შედეგად დაჭრილია ისრაელის ორი ჯარისკაცი.

რეიდები და დაპატიმრებები ჯენინის სოფლებში კუფრდანსა და იააბადში ამ დრომდე გრძელდება.