მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანმა საკუთარ მომხრეებთან სამოქმედო გეგმა განიხილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბლოკ „ჩემი ნაბიჯთან“  შეხვედრა გამართა. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლენა ნაზარიანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დასრულდა ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ წევრების შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან, რომლის ფარგლებში მან დეტალურად წარმოადგინა ომის წინა, სამხედრო და შემდგომი ვითარება”, - აღნიშნავს ნაზარიანი.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრობლემები და ამოცანები. ნაზარიანმა თქვა, რომ ეროვნულ ასამბლეაზე ხულიგნური თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი პრაქტიკულად აღდგენილია.

„უახლოეს დღეებში პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას და რადიკალურად უნდა გადაიხედოს მისი საქმიანობა ახალი რეალობის შესაბამისად, პირველ რიგში, ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლენა ნაზარიანმა.

👉ინფორმაციისთვის, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

👉10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

👉ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.