მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი და შოიგუ შავ ზღვას „ნატო-ს ტბად“ აქცევენ - ექსპერტი

„ნატო-ს ტბა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შავ ზღვას „ნატოს საყვარელ ტბად“ აქცევენ. ამის შესახებ ჟურნალისტი და პუბლიცისტი კონსტანტინე ეგერტი წერს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ჟურნალისტი წერს, რომ ყირიმის სანაპიროსთან რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ საესკადრო ნაღმოსანთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი შეიძლება კიდევ განმეორდეს. „ნატო-ს საბრძოლო ხომალდები შავ ზღვაში ბოლო დროს ძალზე გააქტიურდნენ. ალიანსის და უკრაინის თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო ხდება და უკრაინამ ნატო-ს გლობალური პარტნიორის სტატუსი მიიღო, რომელშიც ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იორდანია შედიან. ასეთივე თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოსთანაც - შავი ზღვის კიდევ ერთ ქვეყანასთან. ეს რუსეთის დიდ უკმაყოფილებას იწვევს“ - წერს ეგერტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული გემიდან სულ რამდენიმე მეტრში რუსული ხომალდები გადაადგილდებოდნენ, ხოლო მის თავზე თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ასეთი „ძალის დემონსტრირება“ ნატოსთვის სულ უფრო უინტერესო ხდება, რასაც ისინი ყურადღებას აღარ აქცევენ. ჟურნალისტის აზრით, რუსეთს კარგად ესმის, რომ ამერიკულ ფლოტს და მით უმეტეს მთელი ნატოს ფლოტს რუსეთი უიმედოდ ჩამორჩება და ამ ჩამორჩენის გათანაბრება საშუალო პერსპექტივაშიც შეუძლებელია. ყირიმს კი ნატო რუსეთის ნაწილად არასოდეს აღიარებს. რუსეთის ხელისუფლებას ეშინია რომ სუსტი გამოჩნდეს და სწორედ ამიტომ ცდილობენ ოფიციალური პირები თავისი რიტორიკა უფრო ბრუტალური გახადონ და იმასაც ამბობენ, რომ შემდგომში ხომალდებს შეიძლება მართლაც ცეცხლი გაუხსნან.

„რუსეთის ხელისუფლება ამერიკელების და ნატოელების შეშინებას თავისი არაადეკვატურობით ცდილობდა. მაგრამ ბოლო დროს ეს სულ უფრო ნაკლებად გამოსდის. პუტინის საყვარელი თამაში „პირველი ვინ დაახამხამებს“ ნატო-ს აღარ აშინებს" - წერს კონსტანტინე ეგერტი.