მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: აშშ-თურქეთის პრობლემების მოგვარება შეიძლება

აშშ-თურქეთის პრობლემების მოგვარება შეიძლება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

ერდოღანმა ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან გულწრფელი და კონსტრუქციული უწოდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობებში არანაირი პრობლემური საკითხი არ არსებობს და თანამშრომლობის სფეროები უფრო მდიდარი და მასშტაბურია, ვიდრე პრობლემები.

ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც უთანხმოება გვაქვს, და თანამშრომლობის შესაძლებლობები კონსტრუქციული მიდგომით. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავზრდით ჩვენს თანამშრომლობას, ვფიქრობთ, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

მისი თქმით, არსებობს ძლიერი ნებისყოფა დაიწყოს ეფექტური თანამშრომლობის პერიოდი, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე ყველა სფეროში.