მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განსახილველად მზად არის - კარასინი

რეგულარული ავიამიმოსვლა საქართველოსთან

„რუსული მხარე საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განსახილველად მზად არის“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ინფორმაციას rg.ru ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ, ეს პრობლემა განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს საკითხი ადრე თუ გვიან მოგვარებული იქნება“ - განაცხადა კარასინმა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს.

რუსეთმა საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების საფუძველზე შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღო, რომელსაც „ანტირუსული მიტინგი“ უწოდა.