მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ვალდებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს“ - პესკოვი ქართულ-ამერიკულ წვრთნებზე

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საქართველოში ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნებს Agile Spirit 2021-ს გამოეხმაურა.

პესკოვის თქმით, რუსეთი ვალდებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საქმიანობა რუსეთის საზღვრებთან რუსეთს ავალდებულებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არის ჩვენს საზღვრებთან“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის წვრთნების სცენარი არ გულისხმობდეს რაიმე ფარულ ქმედებას რუსეთის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წვრთნების სცენარები არ გულისხმობდეს რაიმე ფარულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, წვრთნების სცენარი ნატოშია და ალიანსი არ მალავს ვინ არის მათთვის მთავარი მტერი“, - დასძინა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.